ესპანეთში დონალდ ტრამპის „ტყუპისცალი“ აღმოაჩინეს (ფოტო)

ესპანელმა ჟურნალისტებმა, ერთ-ერთ ესპანურ სოფელში, ბებია აღმოაჩინეს, რომელიც დონალდ ტრამპის ორეულია. დოლორეს ლეის ანტელო იმ რეპორტაჟის გმირი გახდა, რომელიც რეგიონში მძვინვარე სტიქიის შედეგებს ეხებოდა.

ფოტოსურათი, სადაც ქალბატონი იყო აღბეჭდილი, მომენტალურად გახდა ვირუსული სოციალურ ქსელებში. პირველად დოლორესის მსგავსებას, დონალდ ტრამპთან, ყურადღება ესპანელმა ჟურნალისტმა პაულა ვასკესმა მიაქცია.
ტრამპის „ტყუპი დის“ მსგავსებამ სოციალურ ქსელებში, მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ამერიკულმა გამოცემამ Newsweek-მა მას სტატიაც კი მიუძღვნა, რომელიც შემდეგნაირად იწყება – „ერთ-ერთი მათგანი თავისუფალი სამყაროს ლიდერია და თეთრ სახლში ზის, ხოლო მეორე, უფრო უბრალო ადგილას ცხოვრობს, ესპანეთის ერთ-ერთ პროვინციაში, მაგრამ ისინი იმდენად გვანან ერთმანეთს, თითქოს ის ტყუპები არიან, რომლებიც დაბადებისთანავე დააშორეს.“
თავად დოლორეს ანტელოს არა აქვს სმარტფონი და თავისი პოპულარობის შესახებ ქალიშვილისგან შეიტყო. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ახლა მეზობლები ტრამპის ბიძაშვილს უწოდებენ. თავად კი თვლის, რომ ყველაფერში „დამნაშავე“ მისი თმის ფერია.

კომენტარები

სხვა სიახლეები