რუსული მედია გარდაცვლილი ბავშვებისა და ოჯახების ფოტოებს ავრცელებს

კემეროვში 25 მარტს ხანძარმა 64 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ათობით ბავშვია. ყველას ამოცნობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ადამიანთა ნაწილი დაკარგულად ითვლება. ხანძარი ბავშვთა ცენტრში მეოთხე სართულზე დაიწყო. ძირითადად კინოთეატრში მყოფი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა სადაც საბავშვო სეანსი მიმდინარეობდა. კვამლისგან ნახევრად გაგუდულებმა, ვერ მოახერხეს კარის გახსნა და ბოლო წუთამდე ახლობლებს ურეკავდნენ და ტრაგიკულ შეტყობინებებს ტოვებდნენ სოციალურ ქსელებში. სახანძრო სიგნალიზაცია არ ჩაირთო- ყველა თავის გადარჩენას ცდილობდა ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა, სათადარიგო კარებს ტეხავდნენ, შავ ბურუსში გახვეულები პანიკით შეპყობილები აქეთ იქით დარბოდნენ.
გარდაცვლილებთა შორის მთელი ოჯახებია.
სავაჭრო ცენტრის მფლობელები ერთმანეთს აბრალებენ, დაცვა თავს იმართლებს…

კომენტარები

სხვა სიახლეები