ქმარმა  ცოლის მოსაკლავად სესხი აიღო

ლენინგრადის ერთ-ერთ რაიონში, მამაკაცმა, რომელმაც ცოლის მოკვლა გადაწყვიტა, დანაშაულისთვის ბანკიდან კრედიტი აიღო. ამის შესახებ რუსული გაზეთი წერს.
გამომცემლობის ინფორმაციით, მამაკაცმა საფინანსო სამსახურში 40 ათასი რუბლის ოდენობის თანხა მიიღო, რათა ქილერისთვის ავანსი მიეცა. გრაფაში, თუ რა მიზნით იღებს სესხს, მამაკაცმა “პირადი მიზნებისთვის” მიუთითა.
ადგილობრივი საგამოძიებო კომიტეტის განმარტებით, 9 მარტს სასამართლომ მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშევდ ცნეს მკვლელობის ორგანიზებაში.
როგორც ცნობილია, 22 წლის სანკ-პეტერბურგის მკვიდრმა, ცოლის მოკვლა 2017 წლის ზაფხულში გადაწყვიტა. მან ქილერის მოძიება დაიწყო, რის შესახებაც ნაცნობს მოუყვა, ნაცნობმა კი ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
მამაკაცმა შეხვედრის დროს “ქილერს” ორი დანა მისცა, ასევე მეუღლის მისამართი და ფოტო. მტკიცებულების სახით მან ქილერს ცოლის პირადი ნივთები მოსთხოვა. იგი დააკავეს ოპერატიული ექსპერიმენტის დროს, როდესაც, ვითომდა ჩადენილი მკვლელობისთვის, ამ ნივთების და ავანსის გადაცემა ხდებოდა.
მამაკაცი დანაშაულზე, როგორც თავად განმარტა, იმიტომ წავიდა, რომ ცოლთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და სურდა საერთო შვილზე მეურვეობის უფლება მხოლოდ მას მიეღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები