დონალდ ტრამპი ნარკო-მოვაჭრეების სიკვდილით დასჯას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ოპიოდის კრიზისის“ მოსაგვარებლად, ნარკო-მოვაჭრეების სიკვდილით დასჯის შემოთავაზებით გამოდის და აღნიშნავს, რომ მსგავსმა გადაწყვეტილებამ რამდენიმე ქვეყანაში ნარკოტიკული პრობლემები აღმოფხვრა. ინფორმაციას „Time” ავრცელებს.
„ისინი კლავენ 2000, 3000 ადამიანს, თუმცა მათ არაფერი მოსდით“, – განაცხადა ტრამპმა „თეთრ სახლში“ გამართულ შეხვედრაზე, სადაც საუბარი ნარკო-მოვაჭრეების შესახებაც იყო.
დონალდ ტრამპმა საკუთარ „მეგობრებსა“ და სხვადასხვა კომპანიას განუცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ ბავშვებს უნდა ასწავლოს, რომ ნარკოტიკის მოხმარების შედეგად, დაიღუპებიან. ინფორმაციას „axios.com“ ავრცელებს.
აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი ანტი-ნარკოტიკული პოლიტიკის მომხრეა და აღნიშნავს, რომ ამერიკულ სკოლებში ნარკოტიკული საშუალების პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო სისტემის შექმნაა საჭირო.
როგორც გამოცემა იუწყება, ტრამპმა ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტი, ნარკო-პოლიტიკის გამკაცრებისთვის „შეაქო“ და განუცხადა, რომ „შენ ნარკო-პრობლემის წინააღმდეგ წარმოუდგენელი საქმე შეასრულე“.
შეგახსენებთ, რომ ფილიპინებში ნარკო-პოლიტიკის გამკაცრებას ათასობით ნარკო-მოვაჭრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფილიპინების მსგავსად, ნარკო-მოვაჭრეებს წინააღმდეგ უმაღლესი სასჯელი სინგაპურშიც მოქმედებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები