მსოფლიოს ყველა კუთხის სპორტსმენები  ქველმოქმედებისთვის გაშიშვლდნენ (ფოტო+18)

ცოტა ხნის წინ, ლონდონელმა ფოტოგრაფმა და ყოფილმა სპორტსმენმა დომინიკა კუდამ მსოფლიოს სპორტსმენები შეკრიბა, რათა მათი სხეულები გადაეღო და 2018 წლის საქველმოქმედო კალენდარში დაებეჭდა.
” მთავარი ჩემთვის იყო არა იმდენად ის, თუ ვის შევარჩევდი, არამედ ის, თუ ვინ მოიწონებდა პროექტს და გამოთქვამდა მასში მონაწილეობის სურვილს. სპორტსმენები დამიკავშირდნენ და მე ვუთხარი, რომ თუ მათ ჰქონდათ პროექტში მონაწილეობის სურვილი, მე ბედნიერზე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი” , – ამბობს ფოტოგრაფი.
ფოტოები პოლონეთში, ვარშავის შემოგარენში გადაიღეს და სპეციალურ დღიურებში და ბლოკნოტებში განათავსეს, სულ 300 გვერდზე. იქვე არის ყოველდღიური გრაფიკები, ვარჯიშების ცხრილი, ადგილი, სადაც დასახული მიზნები ჩაიწერება, არის გვერდები მიღწეული წარმატებების და შედეგების აღსანუსხად.

კომენტარები

სხვა სიახლეები