რომელ საათზე იღვიძებს თბილისის მოსახლეობა და რომელი მედიასაშუალებებით იგებს სიახლეებს დილით?

კვლევითი ორგანიზაცია ACT Global-ი დაინტერესდა თუ როგორია თბილისის მოსახლეობის დილის რუტინა. კვლევის მონაცემების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (41%), 06:01-დან 08:00-მდე პერიოდში იღვიძებს. 08:01-დან 10:00 საათამდე იღვიძებს გამოკითხულთა 39% , ხოლო 10:01-12:00 პერიოდში – 9%. მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:01 საათზე ან უფრო გვიან. რაც შეეხება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ყველაზე ადრე (06:00 ან უფრო ადრე) იღვიძებენ, ის საკმაოდ დაბალია და 6%-ს შეადგენს.
რაც შეეხება თბილისის მოსახლეობის ახალი ამბებით დაინტერესებას, 30% ახალ ამბებს დილით საერთოდ არ ეცნობა. ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების ყველაზე პოპულარულ საშუალებად ტელევიზორი დასახელდა და მას გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53%) იყენებს, ყოველი მეოთხე თბილისელისთვის (24%), ინტერნეტი არის ინფორმაციის მიღების წყარო, ხოლო რადიოს ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ 1% უსმენს დილით.
კვლევა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით,403 ზრდასრულ თბილისის მცხოვრებს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები