ცხოველის ყოლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგანაც ის წლების განმავლობაში შენი ერთ-ერთი ახლო მეგობარი ხდება. გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებ, მასზე ზრუნავ და ხანდახან სახლში მის გამოც კი მიგეჩქარება. ამ დროს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო : რამდენი დროის დათმობას შეძლებ, საკვებისა და ექიმების თანხას ფინანსურად თუ გაწვდები და შეძლებ თუ არა ბინაში სათანადო პირობების შექმნას. საინტერესოა, ზოდიაქოს მიხედვით, რომელი ნიშნის ხასიათსა და ბუნებას ერგება ესა თუ ის ცხოველი:
ოპტიმისტი და აქტიური ხართ და ლეკვი საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ. მათ უყვართ სირბილი და თამაში და ყველა წამოწყებისას, თუნდაც დილა-საღამოს სირბილის დროს დიდი სიამოვნებით აგყვებათ.
ჭკვიანი, დამოუკიდებელი და ყურადღების მოყვარული ხართ. პატარა გოჭი ლეკვივით ჭკვიანია და მიუხედავად პატარა ზომისა, დარაჯობაც შეუძლია. თანაც, მასთან ერთად სეირნობისას, აუცილებლად მიიქცევთ ყურადღებას.
ტყუპებს წყნარებს ვერ ვუწოდებთ და ყველაზე მეტად მოლაპარაკე ცხოველი შეეფერებათ. თუთიყუშები მათსავით ენერგიულები არიან და დღის ნებისმიერ მომენტში უყვართ მოსმენა, ამასთან ისინი ჭკვიანი ბუნებით გამოირჩევიან და შესაძლოა დიალოგიც კი წარმართონ.
თქვენ მშვიდი ხალხი ხართ და ზრუნვა გიყვართ. ასევე, თავისუფალი დროის გატარება სახლშიც გხიბლავთ, ამიტომაც კატა საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს. ისინი გამოამჟღავნებენ მხარდაჭერას და სიყვარულს ჩახუტებით.
საკმაოდ ელეგანტური ხართ და მუდამ ყურადღებას იქცევთ. თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ცხენია.
ქალწულებს დაკავებული ცხოვრება აქვთ და კარიერულ გზას დიდ დროს ახარჯავენ. მათთვის საუკეთესო გამოსავალი თევზია, რომელიც დიდხანს გვერდით ყოფნას არ საჭიროებს და არც სახლის მყუდროებას აურევენ.
#7 სასწორი – მტრედი
რომანტიკოსი ხართ და ლამაზი ფრინველის სახლში ყოლის იდეა აუცილებლად მოგხიბლავთ. სიყვარულისა და მშვიდობის სიმბოლო ყველაზე რომანტიკული და მიმზიდველია.
გველები უნიკალურები და მისტიკურები არიან, თქვენსავით. ბევრ ყურადღებას არ ითხოვენ, არც ყოველდღე ჭამა სჭირდებათ.
განაგრძე კითხვა:http://www.okmagazine.ge