თბილისში, თემქაზე დღეს დილით, 20 წლის გოგონა ანა ნაცვლიშვილი ცივი იარაღით მოკლული იპოვეს. როგორც “კვირამ” გაარკვია, იგი ოჯახით თემქის დასახლებაში ცხოვრობდა.
ანა ოჯახის უფროსი შვილი იყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. შს სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, გოგონას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
გოგონას გარდაცვალებამ მის მეგობრებს გული ძალიან დასწყვიტა. როგორც ისინი წერენ, მათთვის დაუჯერებელია ეს ამბავი.