აშშ-ში, მიჩიგანის შტატში ძაღლს უმუშევრობის დახმარება შეცდომით დაუნიშნეს. ძაღლის პატრონმა მაიკლ ჰედოკმა წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ რაიდერისთვის დახმარებაზე განცხადება დააკმაყოფილეს. თუმცა, რაიდერის გვარის ერთადერთი არსება მის ოჯახში ძაღლია. დახმარების რაოდენობა კვირაში 360 დოლარია.
აღმოჩნდა, რომ შტატში უმუშევრობის დახმარებების რიცხვს დანაშაულებრივი ჯგუფი ხელოვნურად ზრდის . რაიდერის შემთხვევაში კი მათ შეცდომა მოუვიდათ, ვინაიდან ვერ გაარკვიეს, რომ ის ადამიანი არ იყო.
წყარო: /www.usatoday.com