მსახიობი გიორგი მახარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
“პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ემიგრანტებს, იმ ადამიანებს, ვისაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ გვერდში მიდგანან და თითოეულ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობს. მოკლედ ამ ეტაპზე ხალხის, მეგობრების და კოლეგების უდიდესი მონდომებითა და მხარდაჭერით ის თანხა, რაც საჭიროა თურქეთში წასასვლელად, გროვდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას. შემდგომი ეტაპისთვის რა იქნება საჭირო და როგორ, ყველა დეტალს და ინფორმაციას პირადად მე მოგაწვდით სოც.ქსელის დახმარებით, ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს, რომლებიც მზად არიან დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის, თუმცა, ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება მეტი დახმარება, რადგან პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა თითქმის შეგროვდა. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენ ყველას, ძალიან მაგრები ხართ, მიყვარხარ და ვამაყობ, რომ ასეთი გვერდში დგომა შეგიძლიათ, მე ყველაფრით, რითიც შემიძლია, უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულსა და თანადგომას. წინასწარ გილოცავთ ყველას ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, მთელი გულით!
P.S. ეს მადლობა მხოლოდ ამ ეტაპისთვის, გაცილებით დიდი მადლობა მაქვს თქვენთვის გადასახდელი HALA MADRID!!!! მიყვარხართ ” . – წერს მსახიობი გიორგი მახარაძე.
სხვა სიახლეები