სერვისმა „NumBuster!” რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციას ტელეფონის ნომრით ახდენს, რუსეთში მომუშავე მეძავების რიცხვი დაითვალა. კომპანიის ანალიტიკოსების გათვლით, რუსეთში 1,5 მილიონი მეძავია. 4,5 მილიონი რუსული ნომერი კი, ასე თუ ისე, ესკორტის მომსახურების სფეროს ეკუთვნის.
კომპანიის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ 315 მილიონიდან 4,5 მილიონი ნომერი მომხმარებლების მიერ მონიშნულია, როგორც სექს-მომსახურებასთან კავშირში მყოფი.
ასევე აღსანიშნავია, რომ მეძავებს შეიძლება რამდენიმე სიმ-ბარათი ჰქონდეთ. ანალიტიკოსებმა მეძავები იმ სახელებიდან ამოიცნეს, რომლებსაც მათ მომხმარებლები აძლევენ, ან _ ვებგვერდებზე დატოვებული კომენტარების მიხედვით. სერვისის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მეძავი მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდსა და კრასნოდარშია. მხოლოდ ანდროიდ-სმარტფონებზე კი 5 მილიონი შესაბამისი სფეროს აპლიკაცია მოიძებნა. აქტიური მოხმარებლების რაოდენობა კი, დღეში 400 ათას ადამიანს შეადგენს.
დამოუკიდებელი ექსპერტების მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 3 მილიონზე ბევრად მეტი მეძავია. ამ სფეროს ასეთი მომძლავრება კი, არასტაბილურ ეკონომიკურ სიტუაციას უკავშირდება.