ეჭვიანი ქმარი მეუღლეს სოციალურ ქსელში ყოველი „მოწონების” გამო სცემდა

ურუგვაის ახალგაზრდა მცხოვრები, ადოლფინა კამედლი საკუთარმა ქმარმა Facebook-ზე მიღებული მოწონებების გამო, არაერთხელ სცემა.
დაუნდობელი ძალადობის გამო, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

32 წლის პედრო გალანო 21 წლის მეუღელს სახლში კეტავდა, სცემდა და ძალადობდა მასზე. საქმე იმაშია, რომ მეუღლე ეჭვიანობდა და ეგონა, რომ ცოლი ღალატობდა ყველასთან, ვინც ფეისბუქზე სურათს ან პოსტს უწონებდა.

პოლიციის თანამშრომლებმა გოგონა გატეხილი ყბით, ჰემატომებისგან დასიებული სახით და მთელ ტანზე ჩალურჯებებით ნახეს.

მამაკაცის ქმედებებზე, ოფიციალურად, მისმა მამამ განაცხადა. იგი ეჭვობდა, რომ მისი ვაჟი მეუღლეს სცემდა და ფიქრობდა, რომ გოგონას შესაძლოა ვერ გადაეტანა ეს ძალადობა.

ექიმებმა გოგონას ფართო სპექტრის ოპერაცია ჩაუტარეს სახის მიდამოებში, ცხვირის ძგიდი და ტუჩები გაუსწორეს.

არაადეკვატური ქმარი დააკავეს. მას ცოლზე ძალადობის და მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლებენ. გალანოს 30 წლამდე ციხე და დიდი ჯარიმა დაეკისრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები