ალბათ ბევრი თქვენგანი ოცნებობს ნიუ იორკში მოხვედრაზე, თუ ასეა მაშინ ეს ფოტოებიც აუცილებლად დაგაინტერესებთ. ფოტოგრაფმა Vincent Laforet-მა ქალაქის ეს გასაოცარი ხედები ვერტმფრენიდან, ანუ 7,500 მეტრის სიმაღლიდან გადაიღო. თუ გგონიათ, რომ ის ვერტმფრენში იჯდა ცდებით, ფოტოგრაფი ამ ხედებს ვერტმფრენზე ჩამოკიდებული იღებდა, რაც მანამდე არავის გაუკეთებია.
“ეს იყო ყველაზე საშიში და ყველაზე ლამაზი ფოტო მისია ჩემ ცხოვრებაში”, – ამბობს ხელოვანი. მისი შიში უსაფუძვლო არ ყოფილა, იდეა იმდენად გიჟური იყო, რომ ვინსენტის მეგობარმა, საკმაოდ გამოცდილმა პილოტმა ამ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
გაფრენამდე ფოტოგრაფი Canon 1DX’s-ის ფოტოკამერებით აღჭურვეს. თავად ფოტოკამერები სპეციალურ მოწყობილობებში მოათავსეს იმისთვის, რომ ვერტმფრენის პროპელერის ვიბრაციას გავლენა არ მოეხდინა და ეს ფოტოების ხარისხზე არ ასახულიყო.
“მე გადავიღე ფოტოები, რომელთა გადაღებაზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი”, – ყვება ფოტოგრაფი. ღირდა თუ არა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ამ ხედების გადასაღებად თავად შეაფასეთ.