13-14 ნოემბერს რომის აღმოსავლეთის უნივერსიტეტში შედგა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს”.
ორგანიზატორი იყო საქართველოს საელჩო “წმიდა საყდართან”.
აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია ავრცელებს.
15 ნოემბერს რომის პაპი გენერალურ აუდიენციაზე, მსოფლიოს წინაშე საჯაროდ მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. პაპმა მთავარეპისკოპოს ზენონს მისალმებისას მიმართა:
“გადაეცით საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, რომ ის ჩემს გულშია და მუდამ ასე იქნება”
მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რომის პაპს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მსოფლიო პატრიარქის ძმური მოკითხვები გადასცა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.