“მუჰამედი არ მივა მთასთან? გუგავა მივა”! – ყველაზე სასაცილო ფრაზები “გუგავა მოვას” თემაზე ფეისბუქიდან

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა ორიგინალურად წარადგინა და დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა დასჭირდეს თითოეულ მოქალაქეს “გუგავა მოვა”.

სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფაქტს ბევრი სასაცილო გამოხმაურებაც მოჰყვა. „კვირა+“ „გუგავა მოვასთან“ დაკავშირებით „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსებს გთავაზობთ:

· გზები ვერ დააგეს ? გუგავა მოვა

პროდუქტი გაძვირდა ? გუგავა მოვა

გადასახადები გაძვირდა ? გუგავა მოვა

ნაშები გინდა ? გუგავა მოვა

· ჯოკერში გაკლია მეოთხე კაცი გუგავა მოვა

· მახათაზე, რომ დამასაფლაოთ ვინ მოვა იქ ? გუგავა მოვა

· ხვალ ასეთი დილემის წინაშე ვარ:
ერთდროულად მაქვს ერთ უნივერსიტეტში ლექცია და მეორეში სამაგისტრო დაცვები.
ერთზე მე, მეორეზე-გუგავა მივა

· წელის ტკივილი, თავბრუხვევა, კბილის ტკივილი, სწრაფი და ეფექტური გამაყუჩებელი : #გუგავამოვა
· სახლი მაქვს დასალაგებელი, ჭურჭელი დასარეცხი, იატაკი მოსაწმენდი.
გუგავა მოდი

· ამაღამ კარი არ დაგრჩეთ ღია, გუგავა მოვა

· “დავიღალე, მოდი ჩემთან, გუგავა”

· ეროვნული ნაკრები რამდენიმე კალათბურთელმა დატოვა, მაგრამ აღარ ვდარდობთ გუგავა მოვა

· დიდი ხანი ვოცნებობდი სრულწლოვანი როდის გავხდებოდი რომ ლეიბორისტული პარტიისთვის მიმეცა ხმა და ეს ოცნებაც ამიხდება მალე

· საჰაერო მხარდაჭერა გჭირდება ?

– გუგავა მოვა!

· -ბავშვის გამოყვანა დაგჭირდებათ?
-გუგავა მოვა!

. დალაგება გეზარებათ?
გუგავა მოვა!

· მისტერ გუგავა ყველასთან და ყველასში!

· გეზარებათ დღეს წასვლა სკოლაში? გუგავა მოვა! მუჰამედი არ მივა მთასთან? გუგავა მივა”! – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

კომენტარები

სხვა სიახლეები