დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატება. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდებიან. ორსულობის და მისგან გამოწვეული გართულებების გამო, ქეით მიდლტონი იძულებული გახდა, დღეს ლონდონში დაგეგმილი ღონისძიება გადაედო. ის ამჟამად კენსინგტონის სასახლეში იმყოფება. პრინც უილიამს და ქეითს ორი შვილი ჰყავთ – ჯორჯი და შარლოტა.