სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
სადაც ნათქვამია, რომ სერიალის შემოქმედებითი ჯგუფი “ჩემი ცოლის დაქალებში” მონაწილეობისთვის ახალ სახეებს ეძებს.
“მომავალ სეზონში ეპიზოდური როლების სათამაშოდ და მასობრივი სცენებში მონაწილეობის მსურველებისთვის ვაცხადებთ შერჩევას!
18 წლიდან ზემოთ, ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს, ვისაც სურვილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა ჩემი ცოლის დაქალების ეპიზოდურ როლში – გელოდებით შაბათს, 17 იანვარს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, რუსთავი2-ში, (მისამართი: სანდრო ეულის 5ა).
ასევე: არ არის აუცილებელი იყოთ მსახიობი, ეს განცხადება ეხება ყველას, ვისაც უბრალოდ სურვილი აქვს სერიალში გადაღების! smile
გისურვებთ წარმატებებს!” – ნათქვამია განცხადებაში.