მისტიკა ჩვეულებრივ აღნიშნავს ღმერთთან პირდაპირი კავშირის ჭეშმარიტ თუ ამგვარად წარმოდგენილ ნებისმიერ გამოცდილებას, რომელსაც შინაგანი სიღრმე, უშუალობა და გამოუთქმელობა ახასიათებს.
„მისტიკა ჭვრეტითი სწრაფვაა, რომელიც ღმრთაებრივი ნათლის ხილვამდე ამაღლდება“ (ევაგრე პონტოელი).
ადამიანი არსებობის პირველი დღიდან გრძნობდა გარკვეულ სწრაფვას იდუმალებისა და ამოუცნობის შესწავლისკენ, იკვლევდა მოვლენებს, აკვირდებოდა პროცესებს და ეძებდა ადგილებს, სადაც მრავალი უჩვეულობა იჩენდა თავს.
მსოფლიო მაშტაბით არაერთი საინტერესო ადგილია, რომელიც თავისი მისტიკურობით დღემდე ამოუცნობ და საინტერესო სივრცეს წარმოადგენს ადამიანებისთვის.
ცრურწმენის მთები
ცრურწმენის მთათა სისტემა ფენიქსის აღმოსავლეთით, არიზონას შტატში მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, 1800 წელს გერმანელმა ჯეიკობ ვოლცმა აღმოაჩინა უზარმაზარი ოქროს საბადო, როელსაც “Lost Dutchman’s Gold Mine“ ეწოდა.
ჯეიკობი მთელი ცხოვრება ინახავდა ოქროს საბადოს საიდუმლოს და მხოლოდ სიკვდილის წინ გაანდო ერთ ადამიანს. მრავალი ექსპედიცია ჩატარდა, მაგრამ საბადო მაინც ვერ აღმოაჩინეს. ზოგიერთნი ამბობენ, რომ იქ ოქროს მაძიებელთა სულები ბუდობენ.
კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, მთის განძეულობას იცავენ ქმნილებანი, სახელად ტუარ-ტუმსი (პატარა ხალხი), რომლებიც გამოქვაბულებსა და გვირაბებში ცხოვრობენ. აპაჩებს სჯერათ, რომ ჯოჯოხეთის კარი სწორედ ამ მთებშია ჩამალული, მაგრამ ეს სასაცილოა, რადგან ჩვენ – ყველამ ვიცით, რომ ჯოჯოხეთის კარი სანიდეილშია (Sunnydale).
ეშმაკის ზღვა
ეშმაკის ზღვა, ან დრაკონის სამკუთხედი (უწოდეთ ისე, რომელიც უფრო მძაფრ შეგრძნებას გამოიწვევს) წყნარ ოკეანეს მიეკუთვნება და აქ მომხდარი უცნაური შემთხვევების გამო ატლანტის ოკეანის ბერმუდის სამკუთხედის „კოლეგას“ წარმოადგენს.
დრაკონის სამკუთხედი იაპონიის ნაპირებთან ახლოსაა და ცნობილია ისეთი უცნაური მოვლენებით, როგორიცაა მაგნიტური ანომალიები, აუხსნელი სინათლეები და ობიექტები და, რა თქმა უნდა, გაუჩინარებანი. იგი იაპონური თევზმჭერი ორგანოების მიერ სახიფათო წერტილადაა აღიარებული.
1952 წელს ეშმაკის ზღვის შესასწავლად იაპონიის ხელისუფლებამ გააგზავნა კვლევითი ხომალდი „Kaio Maru No. 5“ და მისი 31 -კაციანი ეკიპაჟი უგზოუკვლოდ გაქრა. ასევე კუბლაი ხანმა იაპონიის დაპყრობის სურვილით გადმოკვეთა ეშმაკის ზღვა და 40000-მდე ადამიანი დაკარგა.
ყველაზე გავრცელებული თეორიების მიხედვით, ეს მოვლენები დაკავშირებულია უცხოპლანეტელებთან, პარალელური სამყაროს კარიბჭესთან, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს გზა ატლანტიდამდე. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით კი, ეს ყველაფერი დაკავშირებულია მაღალ ვულაკნურ აქტივობასთან.
ბრიჯვოთერის სამკუთხედიმართლაც, ვერიდოთ სამკუთხედებს და განსაკუთრებით ამ უკანასკნელს – ბრიჯვოთერის სამკუთხედს, რომელიც 200 კვადრატული მილით არის დაშორებული სამხრეთ-აღმოსავლეთ მასაჩუსეტსიდან. ეს გეოგრაფიული სამკუთხედი კრიპტოზოოლოგიური სანახაობების კერაა. 1970 წლიდან მოყოლებული აქ დაფიქსირებულია მაღალი, თმიანი და მაიმუნის მსგავსი ქმნილება და უზარმაზარი პტეროდაქტილის მაგვარი არსებები, რომლებიც ჰაერში იყვნენ შემჩნეულნი. კრიპტიდების გარდა აქაც აღმოჩნდა ცხოველთა დასახიჩრებული გვამები.
გარდა ამ ყველაფერისა, ბრიჯვოთერის სამკუთხედი კიდევ ერთი გეოგრაფიული წერტილია, რომელიც ამოს სანახაობებითაა ცნობილი. მაგალითად, ცეცხლოვანი ბურთი და შავი ვერტმფრენები, უცნაური სამკუთხედის ფორმის ობიექტი წითელი და თეთრი სინათლეებით, რომელიც ბრიჯვოთელმა სამართალდამცველმა შეამჩნია და სხვა.
პოინტ პლეზენტიპოინტ პლეზენტი, ისევე როგორც უკვე ჩამოთვლილი ადგილები, ცნობილია უცნაური და შიშისმომგვრელი მოვლენებით. მაგალითად, 1966 წლის ნოემბერში ამ ქალაქში გამოჩნდა ქმნილება, სახელად მოტმანი (Mothman), 7 ფუტის სიმაღლის, წითელი თვალებითა და 10 ფუტის სიგრძის ფრთებით. პოინტ პლეზენტის ასობით მოქალაქე გახდა ამ ყოველივეს მოწმე.
ამ ქმნილებისთვის შეიქმნა წიგნი, ფილმი და ძეგლიც კი. მრავალი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მოვიდა ეს არსება: ზოგი ფიქრობს, რომ ეს იყო არამიწიერი ქმნილება ან მუტანტი, ხოლო ზოგიერთის მოსაზრებით, პოინტ პლეზენტის მოსახლეობა ბუებმა ან კანადურმა წეროებმა შეაშინა. მოტმანის გამოჩენას სილვერ ბრიჯის ნგრევა მოჰყვა და 46 ადამიანი შეიწირა. მოსახლეობის ნაწილს დღემდე სჯერა, რომ ეს ორი მოვლენა კავშირშია ერთმანეთთან.
ბენინგტონის სამკუთხედი
კიდევ ერთი მისტიკური საკუთხედი სამხრეთ-დასავლეთ ვერმონტში მდებარეობს. მის ანგარიშზეა 5 გაუჩინარება (1945 – 1950 წლები).
ეს შემთხვევებია: 1945 წლის 12 ნოემბერს, 75 წლის მიდია რივერსი მიუძღოდა მონადირეთა ჯგუფს. უკან დაბრუნებისას მიდიამ გაასწრო ჯგუფს და მას მერე აღარავის უნახავს;
ბენინგონის კოლეჯის მეორე კურსის 18 წლის სტუდენტი პაულა ელდენი 1946 წლის 1-ელ დეკემბერს ლაშქრობაში წავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა;
ზუსტად სამი წლის შემდეგ, 1949 წლის 1-ელ დეკემბერს ვეტერანი, სახელად ჯეიმს ტეტფორდი, სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა და ისიც უკვალოდ გაქრა. მისი ნივთები კი ავტობუსში ადგილზე იყო;
უკანასკნელი გაუჩინარებული ადამიანი იყო ფრიდა ლანგერი. 1950 წლის 8 ოქტომბერს იგი, თავის ბიძაშვილთან ერთად, გლასტენბურის მთაზე ლაშქრობაში წავიდა. ლაშქრობისას მდინარეში ჩავარდა და გადაწყვიტა, ტანსაცმელი გამოეცვალა, მაგრამ უკან აღარც დაბრუნებულა. 6 თვის შემდეგ იპოვეს მისი გვამი, მაგრამ ძალზედ დაზიანებული და დამახინჯებული, რის გამოც შეუძლებელი გახდა სიკვდილის მიზეზის დადგენა.
მეცნიერებას დღემდე უჭირს აღნიშნული მოვლენების ახსნა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ინტერესს მათ მიმართ.
მრავალი გამოძიების მიუხედავად, ვერ დადგინდა გაუჩინარებათა რეალური მიზეზი. ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ უნდა მოვერიდოთ ყველა გეოგრაფიულ სამკუთხედს.