ტრანსგენდერმა მამაკაცმა შვილი გააჩინა, ის საზოგადოებას ორსულობის ისტორიას უზიარებს

ტრანსგენდერმა მამაკაცმა, რომელმაც ბიჭი გააჩინა, საზოგადოებას თავისი ორსულობის ისტორიას უზიარებს იმ იმედით, რომ მის გარშემო არსებული სტიგმა შეიცვლება. ინფორმაციას cbsnews ავრცელებს.

აშშ-ის ორეგონის შტატში მცხოვრები ტრისტან რეზი სქესის მიხედვით დაიბადა როგორ ქალი, თუმცა ის კაცის იდენტობით გაიზარდა. 20 წლის ასაკში მან ტესტოსტერონის მიღება დაიწყო. გარდა ჰორმოლური თერაპიისა, მან ქირურგიულ ჩარევასაც მიმართა.

ამის შემდეგ ტრისტანმა მეუღლესთან ბიფ ჩაპლოუსთან ერთად გადაწყვიტა, რომ შვილი გაეჩინა. მომდევნო ნაბიჯი ბევრად იოლი აღმოჩნდა.

“ეს დიდად არ განსხვავდება იმისგან, როცა ქალები ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონებს იღებენ და ციკლი ჩერდება. მე პირიქით, შევწყვიტე ჰორმონების მიღება და ჩემი ციკლი დაბრუნდა. დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ ორსულობის ტესტმა დადებითი შედეგი მიჩვენა.”,- ამბობს ტრისტანი.

მისი ორსულობა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩა.

“კაცის სხეული განსხვავდება ქალის სხეულისაგან, ასე, რომ არავის შეუმჩნევია, რომ ორსულად ვიყავი, მუცელი ისე მქონდა გაბერილი, თითქოს ბევრი ლუდი დავლიე”, – იხსენებს ტრისტანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები