ძაღლი ავტობუსით მარტო მიემგზავრება სკვერამდე, რათა ისერინოს (ვიდეო)

 შავი ლაბრადორი, სახელად ეკლიფსი ყოველ დღე ავტობუსით მიდის სკვერში, რათა ისეირნოს. თუ მისი პატრონი ვერ ასწრებს ავტობუსში ასვლას, მან თვითონვე იცის, რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვიდეს.

ხალხი უკვე შეეჩვია, რომ ძაღლი დამოუკიდებლად მგზავრობს, ასევე მან კარგად იცის, რომელ გაჩერებაზე უნდა ჩავიდეს, რათა სკვერთან მოხვდეს.

ძაღლი და მისი პატრონი ჯეფრი იანგი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს ცხოვრობენ.

“სკვერი არის ოთხი გაჩერების შემდეგ. ეკლიფსმა კარგად იცის, როგორ უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილამდე, ავტობუსის დახმარებით. ზოგჯერ უჩემოდაც მგზავრობს, ხოლო მე შემდეგ ავტობუსს მივყვები.”- ამბობს ჯეფი.
მგზავრები ამბობენ, რომ ძაღლი ფანჯრიდან აკვირდება ადგილებს და ისე ხვდება, სად უნდა ჩავიდეს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან ძაღლმა  მათი ტრანსპორტით მგზავრობა არჩია.

წყარო: zooclub.ge

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=CyFnKwKmGLo&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები