ძალიან ეფექტური რეცეპტი, რომლის გამოყენების შემდეგ გაცვენილ ადგილებში ამოდის ჯანმრთელი თმა! თუ ბალზამს წაისმევთ მხოლოდ გამელოტებულ ადგილებში, ამ შემთხვევაში ამოსული თმა განსხვავდება დანარჩენი თმისგან.
დაგჭირდებათ:
½ ჭიქა კეფირი
1 კვერცხი (უმჯობესია სოფლის)
1 ჩ.კ. კაკაო
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში. როცა ოდნავ შეშრება – ისევ წაისვით. ასე გაიმეორეთ მანამ, სანამ ბალზამი არ დაგიმთავრდებათ.
შემდეგ თავი შეიკარით პოლიეთილენით და თბილად შეიხვიეთ პირსახოცით. სამკურნალო ბალზამი გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ დაიბანეთ თავი ბავშვის შამპუნით. დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ ჭინჭრის ნახარში.
პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ არა ნაკლებ 2-3 თვის განმავლობაში.
სასწაულმოქმედი ბალზამი ახშირებს თმას და აღადგენს მის დაზიანებულ სტრუქტურას.
წყარო: რეიტინგი