აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში მამაკაცმა ერთ-ერთ წვეულებაზე პისტოლეტიდან სროლა ატეხა. სროლის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და კიდევ 8 ადამიანი დაიჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
თვითმხილველები ყვებიან, რომ სროლის დროს მამაკაცს ერთ ხელში პისტოლეტი ეჭირა და მეორე ხელში – ლუდის ბოთლი.
თავდასხმის მოტივები უცნობია. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცს დანებება უბრძანეს, მაგრამ მან პოლიციელებს იარაღი დაუმიზნა და სამართალდამცველებმა ის ადგილზე მოკლეს.
რამდენიმე დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
სხვა სიახლეები