მშობიარობიდან 40 დღე ქმარი ცოლს “უწმინდურად” მიიჩნევდა – ჩრდილოკავკასიელების შოკისმომგვრელი ტრადიციები
მსოფლიოში ყველა ერს საკუთარი ადათ-წესები აქვს. კავკასიელებს ყოველთვის გამორჩეული წეს-ჩვეულებები ჰქონდათ. მათ დაცვასა და შესრულებას მთის ხალხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიის მაღალმთიან სოფლებსა და აულებში. ასეთ ადგილებში თემისა თუ სოფლის უხუცესის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა და კანონის ძალა ჰქონდა.
ყველა მათგანი, განურჩევლად გვარობისა, ერთი და იმავე მიზანს ემსახურება – მამაკაცს ღირსეული ადამიანის სახელი უნდა ჰქონდეს. მან სწორად უნდა წარმართოს თავისი და საკუთარი ოჯახის ცხოვრება. კანონები მკაცრი, მაგრამ ჩრდილო კავკასიელების აზრით, სამართლიანი იყო.
მაგალითად, ხალხის თვალწინ ქმარს ცოლის შეხების უფლება არ ჰქონდა. ხვევნა-კოცნასა და ჩახუტებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დაუშვებელი იყო საუბრისას სხვა ადამიანზე ხელით შეხება – ასეთი ჟესტი შეურაცხყოფად განიხილებოდა და შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირებით დასრულებულიყო.
ქორწილამდე სიძეს პატარძლის ნახვისა და სტუმრებთან გამოჩენის უფლება არ ჰქონდა. ამასთან, ქორწილში მას შეეძლო სუფრასთან ქალის გამოჩენისას ფეხზე არ წამომდგარიყო, მაშინ, როცა სხვა დროს ასე მოქცევა სავალდებულოა. ზოგადად, ქორწილთან დაკავშირებით სხვადასხვა ხალხს განსხვავებული წესები ჰქონდა. მაგალითად, ჩეჩნეთში ქორწილის აპრილის თვეში გადახდა მიუღებელი იყო. აპრილი გუგულის თვედ მიიჩნეოდა – ფრინველის, რომელსაც საკუთარი ბუდე არ აქვს. ამიტომაც აპრილში ქორწინება ცუდის ნიშანი იყო.
ინგუშეთში სიძეს პატარძლის ნათესავებთან ჩხუბის უფლება არ ჰქონდა, მას ასევე ეკრძალებოდა უფროსი თაობის წარმომადგენლების თანდასწრებით საკუთარი ცოლისთვის სახელით მიმართვა, ან ბავშვების მოფერება, მათი ხელში აყვანა. მშობიარობიდან 40 დღის განმავლობაში ქმარი ცოლს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ეკონტაქტებოდა, ვინაიდან ამ პერიოდში ქალი “უწმინდურად” მიიჩნეოდა.
ქმარი ოჯახის უფროსი და მოსამართლეც გახლდათ. მის სიტყვას ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ცოლისთვის უდიდესი პატივი იყო, თუ ქმარი მისი ცხენის შეკაზმვის უფლებას მისცემდა. ამასთან, მამაკაცი საოჯახო საქმეებში არ ერეოდა. ცოლისთვის რჩევის მიცემაც ცუდ ტონად მიიჩნეოდა. ასეთი ფაქტი სხვა მამაკაცების დასაცინი ხდებოდა. გამონაკლისი მხოლოდ კიბეზე შეხვედრის და საუბრის შემთხვევაში იყო დაშვებული – მამაკაცი ქალზე ერთი-ორი კიბით დაბლა უნდა მდგარიყო.
ქალების უფლებების შევიწროებისა და, პრაქტიკულად, უგულებელყოფის მიუხედავად, რიგ შემთხვევაში ქალის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მამაკაცების ჩხუბის ან დაპირისპირების დროს ქალის სიტყვა ან მოჩხუბრებს შორის ჩაგდებული თეთრი მანდილი კონფლიქტს აჩერებდა.
ისეთ მარტივ ჟესტს, როგორიც ხელის ჩამორთმევაა, ცალკე შეზღუდვები ჰქონდა. ნამუსშერცხვენილი ადამიანისთვის ხელის ჩამორთვევა ყოვლად დაუშვებელი იყო. უფროსი თაობის მამაკაცისთვის ხელის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა ასევე მოზარდს, რომელსაც ხელში ჯერ იარაღი არ ჰქონდა აღებული.
გარდა ამისა, შარიათი კავკასიელ მამაკაცებს უკრძალავდა ალკოჰოლს და ნარკოტიკს.
წყარო:http://www.ambebi.ge