სერენა უილიამსი ორსულად არის და ჩოგბურთს დროებით შეეშვა

ცნობილმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ქალმა სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ ის ორსულად არის და ჩოგბურთს დროებით შეეშვა. ამის შესახებ The New-York Magazine იუწყება.
2016 წელს უილიამსი ბიზნესმენ ალექსის ოგანიანზე დაქორწინდა. მისი ორსულობის შესახებ ინფორმაცია ახლა გავრცელდა, 35 წლის სპორტსმენმა ინტერნეტში ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა „ 20 კვირა“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 თვის წინ სერენა უილიამსმა, რომელიც მაშინ ორსულობის მე-8 კვირაზე იყო, ავსტრალიის ღია საჩოგბურთო პირველობა მოიგო.

კომენტარები

სხვა სიახლეები