ვერძი
ფორტუნა სიურპრიზებით მდიდარ დღეს გპირდებათ. კარგი დღეა შოპინგისთვის. სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად მხიარულება გელით.
კურო
თქვენნაირი შრომისმოყვარე პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი სირთულეები არ არსებობს. გაუზიარეთ ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს. საოჯახო ვახშამზე არ დააგვიანოთ.
ტყუპი
თუ სამსახურებრივი რომანი გეგმაში არ გაქვთ, მეტად დასერიოზულება გმართებთ. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ, ან მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
კირჩხიბი
ჩამოწერეთ სურვილები, ისინი აუცილებლად აგისრულდებათ. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
ლომი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. ნათესავები უსიამოვნებების მოგვარებაში დაგეხმარებიან. საღამოს მეგობრებს ესტუმრეთ.
ქალწული
გარშემო მყოფები თქვენს დასახმარებლად მზად არიან. ამიტომ გაახმოვანეთ თქვენი სურვილები. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს მოგიმზადებთ.
სასწორი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. საქმეებს მალევე მოამთავრებთ და გართობისთვისაც დაგრჩებათ დრო. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.
მორიელი
საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. საყვარელი ადამიანი რომანტიკითა და მზრუნველობით გაგანებივრებთ.
მშვილდოსანი
იყავით მეტად დისციპლინირებული და მოწესრიგებული. სამსახურში საპასუხისმგებლო საქმეებს დაგავალებენ. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.
თხის რქა
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ. უფროსთან ერთად განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. ჭკვიანური იდეები და რჩევები შეიძლება კოლეგებისგანაც მიიღოთ.
მერწყული
საქმებისადმი იყავით მეტად ყურადღებიანი და მობილიზებული. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად გასართობ ცენტრს ესტუმრეთ.
თევზები
უჩვეულო ადამიანებთან საინტერესო შეხვედრებით მდიდარი დღეა. შეიძლება ზოგიერთი დაიმეგობროთ კიდეც. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge