როგორც ცნობილია, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს და ნუგზარ კაკულიას გოგონა შეეძინათ.
პატარას მშობლებმა მერი დაარქვეს. ახალშობილის ფოტო დავით გაგუას კლინიკის ოფიციალურ ფეიბუქგვერდზე ვრცელდება.
“18 მარტს დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა მერი კაკულია. წონა – 3000 გრ. სიგრძე-49 სმ.
ვულოცავთ ქალბატონ თეა წულუკიანს და მის ოჯახს გოგონას დაბადებას”, წერენ გაგუას კლინიკის ფეისბუქგვერდზე.
Prev Post
სხვა სიახლეები