ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ჯორჯ მაიკლი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა, – ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
გვამის გაკვეთამ აჩვენა, რომ პოპვარსკვლავი დიპლატაციური კარდიომიოპათიით და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიით იყო დაავადებული.
ჯორჯ მაიკლი 2016 წელის 25 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი მენეჯერის თქმით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. 30 დეკემბერს ბრიტანულ პოლიციაში განაცხადეს, რომ მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინეს და მის მიმართ გარკვეული ეჭვები არსებობს“.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჯორჯ მაიკლი რამდენიმე სკანდალურ ისტორიაში მოხვდა. ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ის გარკვეული პერიოდი პატიმრობაშიც კი იმყოფებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები