„ავატარი 2“ კინოეკრანებზე 2017 წლის ბოლომდე არ გამოვა. ამის შესახებ ფილმის რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა განაცხადა. სააგენტო „AP“-ს ცნობით, პრემიერის გადადების მიზეზი და კამერონის დატვირთული გრაფიკი და „ტიტანიკის“ 3D ვერსიაზე მუშაობაა. თუმცა, ცნობილია, რომ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ „ავატარი“ კინოეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს სემ ვორთინგტონი, ზოი სალდანა, სიგურნი ვივერი, სტეფან ლანგი და მიშელ როდრიგესი თამაშობენ. მისი ბიუჯეტი $237 მილიონი იყო, ხოლო ფილმის შემოსავალმა, 2011 წლის ჩათვლით 3 მილიარდს მიაღწია.
სხვა სიახლეები