ვინ არის ექიმი, რომელმაც 59 წლის ქალს შვილი აჩუქა

10 თებერვალს ბათუმის კლინიკაში „მედინა” 59 წლის ქალბატონმა, ნათელა ლაზიშვილმა პირველი შვილი გააჩინა. ქალბატონი და მისი მეუღლე, რომელიც ამჟამად 61 წლის არის, ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში ცხოვრობენ.
ცნობილი ხდება, რომ ექიმი, რომლის წყალობითაც 59 წლის ქალბატონმა დაორსულება შეძლო, ექიმი-რეპროდუქტოლოგი მაია ბუცხრიკიძეა. ამის შესახებ ექიმის მიერ ფეისბუქზე ავრცელებული სტატუსიდან გახდა ცნობილი, რომელსაც „კვირა+“ უცვლელად გთავაზობთ:
„ბედნიერი დღე! 2017 წლის 9 თებერვალს – ჩემი საყვარელი გიორგი ლაზიშვილი დაიბადა! როგორ გელოდი, ჩემო სიცოცხლევ!.. მე, შენი დედიკო და მამიკო თითეულ დღეს, თითეულ წუთს ვითვლიდით შენს დაბადებამდე, ასტროლოგიასაც კი მივმართეთ – ბედნიერ ვარსკვლავზე რომ დაბადებულიყავი… ყველაფერი უფლის ნებაა! ძალიან მიყვარხარ და სულ ასე მეყვარები – სიტყვას გაძლევ! შენი ერთგული – მაია ექიმი. P.S. დედა – ნათელა ლაზიშვილი, 59 წლის, მამა – გურამ ლაზიშვილი, 61 წლის – გენეტიკური შვილი“! – წერს ექიმი ფეისბუქის გვერდზე.


კომენტარები

სხვა სიახლეები