სტრესი, ასაკთან ერთად, სექსუალურ პოტენციას აქვეითებს

  ქალების უმეტესობა, 40-50-60 წლის ასაკში, სექსისადმი სურვილის დაკარგვას განიცდის. ეს მოვლენა, დამახასიათბელია კლიმაქტორიულ პროცესში მყოფთათვის. სექსის სურვილის დაქვეითების პრობლემა ძირითადად 35-დან 64 წლამდე მერყოებს, რასაც კომპლექსებსა და ესტროგენის რეცეპტორის ცვლილებას უკავშირებენ, როდესაც საკვერცხიდან ერთზე მეტი კვერცხუჯრედი გამოდის. ასეთ დროს ქალები სექსუალურ აღზნებადობას კარგავენ, ვაგინაში ნაკლები სისხლის მიწოდებისა და სიმშრალეს შეგრძნების გამო. ამ ვითარებაში სექსისას კი ხშირია ტკივილი, იწვევს რა დისკომფორტს და კომპლექსებს. ექიმები ასეთ სიმშრალესთან საბრძოლველად სხვადასხვა მედიკამენტებს ანიჭებენ უპირატესობას ან ვაგინალურ კრემებს , რომლებიც ნაკლებად ეფექტუნარიანია.
შუა ასაკის ქალებში ასევე ხშირია სტრესი, გადაღლილობა, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი ფაქტორია სექსის სურვილის დაკარგვისა, მასზე საერთოდ უარის თქმის, რაც შემდგომში გარკვეულ უხერხულობას ქმნის პარტნიორთან. ასეთ დროს კარგია თუ სხვა სახის სექს თამაშებს მიმართავთ, მასაჟს ან ორალურ სექს. წლების მატებასთან ერთად, მამაკაცებშიც აღინიშნება სექსუალური პოტენციის დაქვეითება, თუმცა დადგენილია, რომ ამ პროცესისადმი ქალები ორჯერ-სამჯერ უფრო მეტად მიდრეკილები არიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები