დიდებული ოროსნები – გენიოსები, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ

ბავშვი სკოლაში ცუდად სწავლობს? ხელს ნუ ჩაიქნევთ და ნურც მის წარმატებულ მომავალში შეგეპარებათ ეჭვი. იქნებ, მას სხვა რაღაც განსაკუთრებული უნარი აქვს? მსოფლიოში ყველა გენიოსი ნამდვილად არ ყოფილა ფრიადოსანი მოსწავლე, ხანდახან პირიქითაც – სასკოლო წარმატებებში ბევრად ჩამორჩებოდნენ თანატოლებს. თუმცა მათ თავიდანვე ჰქონდათ რაღაც სხვა, განსხვავებული ნიჭი და უნარები.

1. დიდი ვოლტერის მამას უნდოდა, მისი შვილი იურისტი გამოსულიყო, ამიტომაც იეზუიტურ სასწავლებელში მიაბარა. ვოლტერი სწავლაში ნამდვილად არ ბრწყინავდა, არც იურისტის კარიერა ხიბლავდა. იმედგაცრუებულმა მამამ ერთხელ თავის შვილებზე ასე თქვა: “ორი იდიოტი გავზარდე, ერთი

პროზაში, მეორე – პოეზიაში”.
2. საკმაოდ ცუდად სწავლობდა ისააკ ნიუტონი. ჭკუას მაშინ მოუხმო, როცა ერთხელ თანაკლასელმა სცემა. სუსტმა და ავადმყოფური შესახედაობის ბიჭუნამ გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ სხვაზე ნაკლები არაფრით იყო.
3. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მთელი ცხოვრება ორთოგრაფიული შეცდომებით წერდა. გამრავლება და გაყოფა კი ვერა და ვერ ისწავლა.

წყარო: http://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები