კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 იანვარი

მიმდინარე კვირა პოზიტიური მოვლენებით დაიწყება მათთვის, ვისი სამუშაოც ჟურნალისტიკასთან, ბეჭდურ მედიასთან, ვებ-ინდუსტრიასთან, სარეკლამო სფეროსთანაა კავშირში. კარგი პერიოდია მოკლევადიანი რომანებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. შესაძლებელია სიმპათია წყვილებს შორის, მგზავრობისას და მოკლე დისტანციაზე გადაადგილებისას გაჩნდეს.

თუმცა 13-15 იანვრის შუალედში, ასევე იზრდება უკვე არსებულ ურთიერთობებში გარკვეული დაპირისპირების ალბათობა. აქედან გამომდინარე, მათ ვისაც უკვე აქვს ოჯახი და ჰყავს პარტნიორი, მოეთხოვებათ პატივი სცენ საკუთარი მეორე ნახევრის თავისუფლებას და ინდივიდუალიზმს. ნუ აჰყვებით ემოციებს და ეჭვებს.

15-17 იანვრის ფარგლებში მომატებულია აგრესიული ფონი, რაც ძირითადად კორპორატიული ტიპის დაპირისპირებებისთვის შექმნის კარგ ნიადაგს. ამიტომ აუცილებელია ამ პერიოდის მანძილზე თავი შევიკაოთ თანამშრომლებთან ნებისმიერი ტიპის უთანხმოების წამოწყებისგან. არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ სამსახურეობრივ პროვოკაციებს და მაქსიმალური დიპლომატია გამოიჩინეთ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობისას.

კვირის ბოლომდე ნაკლებად იქნება სასურველი მსხვილბიუჯეტიანი საფინანსო ოპერაციების წარმოება ან ინვესტირება. ასევე მოერიდეთ დიდი შენაძენის გაკეთებას, განსაკუთრებით უძრავი ქონების კუთხით.

კომენტარები

სხვა სიახლეები