აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს ივანკა ტრამპს შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი თვითმფრინავის ბორტზე მოხდა, რომელიც ნიუ იორკიდან სან-ფრანცისკოში რეისს ასრულებდა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი ნიუ-იორკელი ადვოკატი და ტრამპის პოლიტიკის კრიტიკოსი მეთიუ ლასნეტი აღმოჩნდა. ჩხუბში ლასნეტს, რომელიც გეია, მისი „ბოიფრენდი“ დენიელ გოლშტეინი ეხმარებოდა.
ივანკა ტრამპი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად სან-ფრანცისკოში მიფრინავდა. მათ სალონში შესვლისთანავე ლასნეტი თავს დაესხა, ის ხმამაღლა ყვიროდა და ხელებს იქნევდა. მგზავრი იმით აღშფოთდა, რომ ივანკა ტრამპი არა საკუთარი, არამედ ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავით მიფრინავდა. ივანკა ტრამპს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია, მან მხოლოდ ბავშვები დაამშვიდა. ამის შემდეგ ბორტგამცილებლებმა ლასნერ-გოლშტეინის გეი-წყვილი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები