“გილოცავ, სიყვარულო! მადლობა ამ დიდი საჩუქრისთვის!” – რამდენიმე საათის წინ ეს სიტყვები დაუწერა რამაზ ნოზაძემ ცოლს ფეისბუქზე და ფოტოც მიაყოლა – ხატია ახალშობილთან ერთად. წყვილის მეგობრები ამ ფოტომ საკმაოდ დააბნია. ყველამ ჩათვალა, რომ ხატიამ კიდევ ერთი შვილი გააჩინა (შეგახსენებთ, წყვილს სამი გოგონა ჰყავს) და თან ისე, რომ მისი ორსულობა ვერავინ ვერ გაიგო. “რამაზ, უნდა გისაყვედურო, აქ უნდა ვიგებდე ასეთ ამბებს?” – ერთმა მეგობარმა საყვედურიც დაუწერა რამაზ ნოზაძეს და ვარაუდი გამოთქვა, რომ გოგონების მერე წყვილს ვაჟი შეეძინა.
თუმცა აღმოჩნდა, რომ დღეს უბრალოდ მათი პირველი ქალიშვილის დაბადების დღეა და ასე ორიგინალურად, საარქივო ფოტოთი მიულოცა ეს დღე ქმარმა ცოლს. მოგვიანებით ხატიამ დაპოსტა კიდეც ამის შესახებ:
“ჩემი ქმრის პოსტმა შეცდომაში შეგიყვანათ, მეგობრებო. დღეს ჩვენი პირველი შვილის დაბადების დღეა.
სხვა სიახლეები