ავეჯის მაღაზიაში დასმული სასაცილო შეკითხვები (ნაწილი 2 ) – “ცალკე კრავატები გაქვთ?”

ავეჯის მაღაზიაში დასმული შეკითხვები 2 :
1.-ეს დივანი იშლება?
-არა
-რატომ?
-იმიტომ!
2.სამეულს აწერია ფასი 3200 (ლარი)
მომხმარებელი :-ეს ფასია თუ ზომა?
3.-ეს მწვანეა?
-დიახ
-არ გავს მწვანეს
-აბა რას გავს?
-მომწვანოს
4.მეგრელი 5000 ლარიან საძინებელზე:
-2000 ლარში მომეცი ნაღდს გადაგიხდი წავიღებ… (ვიცინი,მგონია ხუმრობს…) მიდი დარეკე უფროსთან ნაღდი მყიდველიათქო ეხლავე ჩაგახუტებ 2000 ლარს…
5.ცალკე კრავატები გაქვთ?
6.-ეს მაგიდა საძინებლს მოყვება?
-არა რა თქმა უნდა
-აპა რატო დგას?
-იყიდება და იმიტომ
-საძინებლთან ერთად?
-არა,ცალკე
-ცალკე რათ მინდა?
7.ეს “მდივანი” ფეხების გარეშე რო ვიყიდო ფასეულობას არ დამიკლებთ?
8.-ველოსიპედები გაქვთ?
-არა
-ამხელა ავეჯის მაღაზიაა და ველოსიპედი ვერ ვიშოვე გაგონილა?
9.-“უბორნია” საითაა?
-მეჩვიდმეტე სექტორში
-იქამდე ჩავიფსავ ახლო მითხარი ცოტა
-სხვაგან არ არის ქალბატონო
-ჩამოვჯდები მაშინ შევიკავებ ქე მაინც.
10.-ეს კრესლო ხო არ წრიპინებს?
-როგორ უნდა იწრიპინოს?
-ხო არი რო დაჯდები და წრიპინებს რა
-ჭრაჭუნს გულისხმობთ?
-ხო რა თუ გინდა ჟღარუნი დაარქვი
11.-თქვენ რესტავრიროვკას აკეთებთ? (რესტავრაცია)
-არა
-აბა რას აკეთებთ?
12.-რა ზომის დივანი გნებავთ?
-უფრო მინი რა აი კარადის ზომიდან რავიცი.
13.-იქით ვნახე ტროიკა და ეგეთი არ გაქვთ?
-მე რა ვიცი ქალბატონო იქით როგორი ნახეთ
-ჩვეულებრივი რა
-არა,ჩვენ არაჩვეულებრივები გვაქვს
14.უგულოკები გაქვთ? (ანუ უგალოკი (კუთხე) )
15.მეორადი ტროიკები სად ვნახო? ოღონდ ახლები
16.ეს საწოლი ყრნობადია თუ ძირს დგას?
17.მომხმარებელი განვადებაზე:
-დედაჩემის სახელზე მინდა განვადება გავაკეთო,პენსიონერია 80 წლისაა და აუცილებლად უნდა მოვიდეს?
-სამწუხაროდ მას განვადებას ვერ შევუვსებთ,ასაკობრივი შეზღუდვა გვაქვს
-ვაიმე რას ლაპარაკობთ ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება,ნუ ჩაწერთ რა ასაკს მართლა არ ეტყობა საერთოდ ვერ მიხვდებიან.
18.-ეს თეთრია თუ ყვითელი? (კითხულობს ქერა)
-სად თეთრი და სად ყვითელი, კრემისფერია
-კრემისფერი ხო არის რა…
19.-ფეხები გაქვთ?
-რა ფეხები?
-ნებისმიერი
-კი მაქვს
-აბა?
-აი
-შე ოხერო,დივნის ფეხებს გეკითხები
-ააა ეგ არ მაქვს
20.-შკურკავთ თქვენ?
-ბატონო?
-შკურკას აკეთებთ?
-რა შკურკას?
-ავეჯი მაქ რა გასაშკურკი
-არა!
-სად ვიკითხო?
-არსად…
21.-საძინებელს რა მოყვება?
-კარადა,საწოლი,ტუმბოები და ტრილიაჟი
-უი გარდერობი არ მოყვება?
22.ვიღაც ჯიგარი და მე:
-ნინოს ხო არ ჩამოუვლია აქ?
-ნინო ვინ არის?
-ჩემი ცოლი
-მე რა ვიცი თქვენი ცოლი ვინ არის
-ნინო
-თუ გამოივლის ვეტყვი რომ ეძებთ
-კარგი მადლობა.
23.ფასი წერია 3700:
-ეს 350 დივნის ფასია მარტო?

წყარო: https://www.facebook.com/CARDEBI/posts/1196838800384581?__mref=message_bubble

კომენტარები

სხვა სიახლეები