შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, მარტში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ის სახლის ფანჯრიდან გადავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.
ევა ბარბაქაძე “ლივ ჰოსპიტალის” ექიმებმა გადაარჩინეს, რომელიც თურქეთის წამყვანი კლინიკაა. კლინიკის წარმომადგენლობა საქართველოშიც გაიხსნა და მისი სახე ევა ბარბაქაძე გახდა.
“ევა გახდა ლივ ჰოსპიტალის სახე საქართველოში. შენც გაიმარჯვე, შენც შეძლებ” – წერს შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში.