ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი ექვსი თვის შვილი – ანიტა მამას ეძახის.
“კი ველოდი ამ შეგრძნებას, მაგრამ ასე მალე არა, რადგან საამისოდ ის ჯერ კიდევ პატარაა. ჯერ 6 თვისაც არ არის. თუმცა, ტიტინი მალე დაიწყო, ხელების წინ წამოწევა, ამიყვანეს ნიშნად, სახეზე მოთათუნება ნაცნობი სურნელისა და ცოტა მჩხვლეტავი კანის შესაგრძნობად.
მე მისთვის ჯერ ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ უკვე თქვა პირველი სიტყვა.
ამას ველოდი, ამ შეგრძნებას ველოდი, იმასაც ველოდი, რომ ეს პატარა გოგო – ანიტა რომ ჰქვია, ჯერ დედას იტყოდა და მერე ყველაფერს, მაგრამ “მამა” – ეს მისი პირველი სიტყვა თუ იქნებოდა, არ ველოდი,”- წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი.
სხვა სიახლეები