ქართველი ცოლ-ქმრის ფოტოდღიური, რომელმაც მთელი ქვეყანა გააოცა (ფოტოკოლაჟი)

 “სეზონები – ფოტოდღიური” – ქართველი ცოლ-ქმრის კრეატიული ფოტოპროექტია. იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. სეზონების მიხედვით, საქართველოს კუთხეების უცნობი ადგილების დაფიქსირება პროექტის მთავარი მიზანია. “კვირა+” ეკატერინე მამამთავრიშვილს გაესაუბრა, რომელმაც პროექტზე დაწვრილებით გვიამბო . ,,სეზონები – ფოტოდღიური“ საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც ბუნება, მოგზაურობა და საინტერესო თავგადასავლები უყვარს. ამ ყველაფერს ჩემი და ჩემი მეუღლის, დავით ხელაშვილის ფოტოპროექტი აერთიანებს. სეზონების მიხედვით, ჩვენი ქვეყნის გამორჩული ადგილების დაფიქსირება და მათი პოპულარიცაზია ჩვენი მთავარი მიზანია. პროექტი ორი თვეა, რაც დავიწყეთ, თუმცა შესაბამისი გამოხმაურება უკვე ჰქონდა – ესტონელი ტურისტებისთვის ერთგვარ გზამკვლევად იქცა. მოგვწერეს, რომ საქართველოში მოგზაურობისას, ბახმაროში ვიზიტს არ გეგმავდნენ, თუმცა ჩვენმა ჩანაწერებმა მათი დაინტერესება გამოიწვია.” – აღნიშნა ეკატერინემ. ეკატერინემ ასევე მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფოტოდღიურში საინტერესო ქვეყნებიც მოხვდება. “პროექტი საქართველოს რეგიონებით დავიწყეთ, სამომავლოდ კი ვაპირებთ უფრო მასშტაბური სახე მივცეთ და ჩვენს ფოტოდღიურებში მსოფლიოს საინტერესო ქვეყნებიც მოვახვედროთ. განსაკუთრებული აქცენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე გვექნება. სექტემბერში პროექტი გამოფენით დასრულდება, მანამდე კი ფოტოდღიური ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენი ნამუშევრების ,“ფეიჯებზე” ყოველდღიურად ახლდება,”- განაცხადა ეკატერინე მამამთავრიშვილმა “კვირა+-თან საუბრისას.1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 dsc_1046-2c dsc_4376-2c dsc_4415c dsc_9924sm 14991120_1169547696469834_2300443623813957890_o 14991463_1168682099889727_8655338523494922463_o 1 2 3 5 6 7 8

კომენტარები

სხვა სიახლეები