რისთვის დააკავეს ყველაზე ცნობილი ფოტოს გმირი – “ავღანელი გოგონა”

უმრავლესობამ მისი სახელი არ იცის, მაგრამ მას იცნობენ როგორც “ავღანელ გოგონას”, კაშკაშა მწვანე თვალებით, 1985 წლის ჟურნალ”National Geographic”-ის ყდიდან. ეს გოგონა, შარბათ გულა, რომელიც ახლა უკვე ქალია, პაკისტანში ყალბი პირადობის მოწმობის გამო გუშინ დააპატიმრეს.
ამის შესახებ ის ამერიკელი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი იტყობინება, რომელმაც გოგონას სახე მთელ მსოფლიოს გააცნო. სტივ მაქქარი აცხადებს, რომ ყველა ლეგალურ და ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ქალს და მის ოჯახს.
“ის მთელი ცხოვრება იტანჯებოდა, მისი დაკავება ადამიანთა უფლებების აღმაშფოთებელი დარღვევაა”, – წერს სტივი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გულას 14-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სტივ მაქქარი ავღანეთში 1984 წელს იმყოფებოდა. ლტოლვილთა ბანაკში მისი ყურადღება მწვანეთვალება, ომში დაობლებულმა და შეშინებულმა გოგონამ მიიპყრო. გულა მაშინ 12 წლის იყო. ფოტო გავლენიანი ჟურნალის “National Geographic”-ის გარეკანზე 1985 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

4539945ea30bb03d61d032e7cedc7c2b

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები