“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართველების თვისებებზე და დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრობს. „ხშირად არ ვწერ სტატუსებს. არ ვიცი რა დავწერო ხოლმე, რამდენად სწორად გამოვხატავ საკუთარ თავს. ჩვენ, თანამედროვე ქართველებს, გვახასიათებს რამდენიმე მკვეთრად გამოხატული თვისება. სანამ კბილი არ მოგძვრება, მანამდე არ მიხვალ ექიმთან. სანამ ტრა…იდან ბოლი არ გაგივა, მანამდე არ მიხვალ ექიმთან. სანამ კუჭს ხელით არ დაიჭერ, მანამდე არ მიხვალ ექიმთან. ასევეა პოლიტიკაში, ოჯახში, სამეგობროში თუ სამსახურში. არ დაიჯერებ, სანამ შენ სახლში არ შემოვა კორუფცია. არ დაიჯერებ, სანამ ცოცხს არ იგრძნობ ტრ…ში. არ დაიჯერებ, სანამ რუსეთის ფედერაციაში არ შეხვალ (გეოგრაფიულად თუ არა, სულიერად მაინც). ვერ დაიჯერებ, სანამ არ გამოგწურავენ ბოლომდე ყველაფერს, რაც ღირებულია და რისთვისაც ღირს ცხოვრება. ვუსურვებ ყველას მეტ თავდაჯერებულობას და საკუთარი ღერძის ირგვლივ ტრიალს. სიძულვილი დაღუპავს საქართველოს. პატივისცემით გიორგი ბოჭორიშვილი.” – წერს მსახიობი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.