ქათმის ფილე ბრინჯითა და სოუსით

ინგრედიენტები : ქათმის ფილე – 600 გრ, სოიოს სოუსი – 4 სადილის კოვზი, თაფლი – 2 სადილის კოვზი, ტომატ პასტა – 1 სადილის კოვზი, ზეითუნის ზეთი – გემოვნებით, ბრინჯი – 100 გრ.
მომზადების წესი: სოიოს სოუსი, თაფლი და ტომატ პასტა ერთმანეთში ავურიოთ. 5 წუთი წამოვადუღოთ და გავაციოთ. ფილე გავრეცხოთ, საშუალო ზომაზე დავჭრათ და თასში მოვათავსოთ. შემდეგ ფილეს მომზადებული სოუსი დავუმატოთ და 5 წუთი დავტოვოთ. ბრინჯი კი მოვხარშოთ. ბოლოს, ტაფაზე ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები