17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან შეუდექით დაგროვილი საქმეების მოგვარებას. კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად, კოლეგებთან ერთად ახალი იდეების განსახილველად, საქმიანი შეხვედრებისთვის. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კურო
ფორტუნა თქვენ მხარესაა, იმოქმედეთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ. ზოგიერთს პერსპექტიული ნაცნობობა ელის. უმრავლესობას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მიეცემა. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო გარდატეხა გელით.

ტყუპი
პოზიტიური დღე გაგითენდათ. რუტინულ საქმეებსაც კი ხალისით მოაგვარებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

კირჩხიბი
სასიამოვნო სიახლეების დღეა. ნებისმიერ სფეროში გელით წარმატება. თუმცა, სამსახურის საქმეების გამო საოჯახო ვალდებულებებზე უარს ნუ იტყვით. ოჯახის წევრებს პრობლემების შესრულებაში დაეხმარეთ.

ლომი
დილა დაგროვილი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მდიდრული ვახშამი მოუმზადეთ.

ქალწული
საქმიანი შეხვედრების დღეა, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა პარტნიორებთან. კოლეგებთნ ერთად განიხილეთ ახალი იდეები, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
მოულოდნელი შეხვედრებისა და სასიამოვნო ნაცნობობის დღეა. იყავით მეტად თამამი, აქტიური, გამოიჩინეთ ინიციატივა. გააცანით ქვეყანას თქვენი ნიჭის შესახებ. საღამოს საყვარელი ადამიანი სიურპრიზს მოგიმზადებთ.

მორიელი
გაამახვილეთ ყურადღება ახლობლების პრობლემებზე და ეცადეთ დაეხმაროთ მათ მოგვარებაში. ეს აუცილებლად დაგიფასდებათ. ზოგიერთს ახალი თანამოაზრეები გაუჩნდება. ნუ შეასრულებთ იმ საქმეს, რაც არ გსიამოვნებთ.

მშვილდოსანი
ეცადეთ ვალდებულებებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ, თუმცა კოლეგებს რჩევა მაინც ჰკითხეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, ნათესავები სიურპრიზს გიმზადებენ.

თხის რქა

სასიხარულო, დადებითი ემოციებით დატვირთული დღე გელით. თუმცა, თავადაც პოზიტიურად უნდა იყოთ განწყობილი. თუ უამინდობა გიშლით ხელს, საღამოს მეგობრებს შეეხმიანეთ და იმხიარულეთ.

მერწყული
საქმეებსაც მარტივად, ხალისით გაუმკლავდებით და დასვენებისთვისაც დაგრჩებათ დრო. თავისუფალ დროს სოციალურ ქსელებში ნუ გაატარებთ მეგობრებს შეეხმიანეთ და დრო მხიარულად გაატარეთ.

თევზები
უსაქმურად არავინ გაგაჩერებთ. სამსახურში საქმეებიც გელით და – სიურპრიზებიც. რომანტიკულ განწყობაზე ხართ და თქვენს სიყვარულითა და მზრუნველობით პარტნიორს გააბედნიერებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები