ქორწინება მართლაც მშვენიერი რამაა. მართალია, თავს ვერავინ დადებს იმაზე, რომ 20 წლის შემდეგაც ისევე ეყვარება თანამეცხედრე, როგორც ქორწინების დღეს. სამაგიეროდ ყველა წყვილს შეუძლია მაქსიმუმი გააკეთოს, რათა მისი და პარტნიორის ერთობლივი ცხოვრება განუმეორებელი იყოს.
თუ აპირებთ ან ქორწინების უღელით უკვე დაიმშვენეთ კისერი, თვენს რჩეულს ეს 10 შეკითხვა დაუსვით.
რატომ გიყვარვარ
ზოგს ეს რიტორიკული შეკითხვა ჰგონია, რომელზეც პასუხის გაცემა აუცილებელი არ არის. არადა ადამიანს უნდა შეეძლოს რჩეულის იმ თვისებების ჩამოთვლა, რომლებმაც მასში სიყვარულის გრძნობა გააღვივეს.
რატომ გინდა დარჩენილი ცხოვრების ჩემ გვერდით გატარება?
პასუხი, იმიტომ რომ მიყვარხარ – არ გამოდგება. შენმა პარტნიორმა უნდა იცოდეს, რა ცხოვრებისეული პერიპეტიების გავლა მოუწევს შენთან ერთად. თვენ მიზანს ისახავთ და ერთად მიილტვით მისი განხორციელებისკენ.
შეგიძლია ყველაფერი გააკეთო რომანტიკის შესანარჩუნებლად?
ეს მარტივი ამოცანა არ არის. ბევრ ენერგიას და ფანტაზიას მოითხოვს. რაც მთავარია, წლითიწლობით ეს უფრო და უფრო ძნელი ხდება. ორივემ უნდა გაიღოთ ძალისხმევა, რომ ურთიერთობაში რომანტიკა შეინარჩუნოთ. ჰკითხე პარტნიორს, მზად არის ამისთვის?
შეიცვლები ჩემთან ერთად?
წლიდან წლამდე წყვილი, მართალია ერთად ცხოვრობს, მაგრამ სულიერად თანდათან შორდება ერთმანეთს. არადა ურთიერთობის განვითარება და შეცვლაც შესაძლებელია.
ყველა სიძნელეს გადალახავ ჩემ გამო?
სიძნელეებს მოსიყვარულე ურთიერთობების დანგრევაც შეუძლიათ. თუ გადაწყვიტე პარტნიორის გვერდით დარჩენა, ნუ დაანებებ სიძნელეებს, რომ დაგინგრიონ ცხოვრება.
მზად ხარ, რომ დათმობებზე წახვიდე?
ბედნიერი ურთიერთობის გასაღები საკუთარი ეგოს დამორჩილებაა. მზად იყავი წაგებისთვის და საყვარელი ადამიანის გამო დათმობაც უნდა ისწავლო. თუ მის გვერდით ყოფნა მართლა გინდა, დათმობას ადვილად ისწავლი.
დააყენებ ჩვენს ურთიერთობას ყველაზე მაღლა?
ქორწინება რომ შეინარჩუნო, პრიორიტეტების სწორად განაწილებაა საჭირო. ჰკითხე შენს რჩეულს, თქვენს ერთიერთობას პირველ ადგილზე აყენებს?
შეძლებ, რომ კარგი მშობელი იყო?
საიდან უნდა იცოდე წინასწარ, კარგი მშობელი იქნები თუ ცუდი? სინამდვილეში მარტივია – უბრალოდ ძალიან უნდა ეცადო. ეს არის წარმატების მთავარი წინაპირობა.
მალ-მალე შემახსენებ, რა ძალიან გიყვარვარ?
ადამიანებისთვის ზოგჯერ აუცილებელია ამის მოსმენა. ვიცით, რომ სიყვარული ყოველთვის არ არის უკვდავი, მაგრამ მაინც გვჭირდება ამ სიტყვების მოსმენა. გახსოვდეს, მხოლოდ შენს საქციელს კი არ აქვს ძალა, შენი სიტყვებიც მრავლისმქმნელია.
თუ პირველი წავალ ამ ქვეყნიდან, მაინც ჩემს გვერდით იქნები?
არავის უნდა მარტოობაში დალიოს სული. ამიტომ საჭიროა იმედი გქონდეს, რომ ვიღაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდეც შენ გვერდით იქნება.
წყარო: mshoblebi.ge