გოგა ჩანადირი რომის პაპის ვიზიტს აფასებს – “როდის გახდა მართლმადიდებლობა აგრესიული და შეუწყნარებელი?”

ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც სარწმუნოებაზე ლაპრაკობს. ხელოვანი რომის პაპის სვეტიცხოველში შესვლა, არ შესვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არის ქართველი მართმადიდებელი, მაშასადამე არის გულღია და შემწყნარებელი. “ვცდილობდი, ამ თემას არ შევხებოდი, მაგრამ მაინც ვერ ავცდი: მე, ქართველი მართლმადიდებელი ვკითხულობ, რატომ არ უნდა შევიდეს რომის პაპი სვეტიცხოველში? კათოლიკე ტურისტებისგან რით განსხვავდება? მხოლოდ მაღალი სასულიერო და სახელმწიფო სტატუსით? რატომ არის მწვალებლობა რომის პაპის ჩამოსვლა? ძლიერი რწმენის ადამიანს ეს რამეს შეუცვლის? რა შეიცვალა იოანე-პავლე მეორის (1999 წელი) ჩამოსვლის შემდეგ, მართლმადიდებლობა წაგვართვეს? რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები კათოლიკების ინტერესი გათვალისწინებული? როდის გახდა მართლმადიდებლობა აგრესიული და შეუწყნარებელი? მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა ან რწმენა მივატოვე? ამ კითხვებზე პასუხები არ მაქვს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რომის პაპო საქართველოში. მე ვარ ქართველი მართლმადიდებელი და მაშასადამე, ვარ გულღია და შემწყნარებელი”, – წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები