რატომ აქვეყნებს რუფტოპ ტერასა საქორწილო ბეჭდის სურათს – “ველოდებით ახალი ქართული ოჯახის შექმნას”

“რუფტოპ ტერასა” ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქორწილო ბეჭდის სურათს აქვეყნებს და ამბობს, რომ რამოდენიმე დღის წინ ანერვიულებულ ბიჭს ხელიდან დაუვარდა, რომელსაც გოგოსთვის ხელი უნდა ეთხოვნა.
“რამდენიმე დღის წინ ტერასაზე ხელი უნდა ეთხოვათ ლამაზი გოგოსთვის, მაგრამ ბიჭმა იმდენი ინერვიულა ბეჭედი ხელიდან გაუვარდა და სადღაც ჩავარდა. დღეს ნახევარი ტერასა ავყარეთ რომ ბეჭედი გვეპოვა, მიუხედავად იმისა, რომ არავის სკანდალი არ მოუწყვია დამფუძნებლებიან მენეჯერიან მიმტანებიანად ყველა ვეძებდით და ვიპოვეთ. ველოდებით ახალი ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას” – წერს “რუფტოპ ტერასა” სოციალურ ქსელში.
14483675_1101617423208729_701932591_n

კომენტარები

სხვა სიახლეები