გადაცემა ”პროფილის” მორიგი გადაცემა ახალი თაობის განათლების თემას მიეძღვნა.
გადაცემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრის აზრით, ასეთი სიტუაცია განათლების სისტემის ბრალია.
ბევრი კი ”პროფილს” აკრიტიკებდა და წერდნენ, რომ ახალგაზრდებისთვის არ უნდა დაეცინათ.
ასეთი გამოხმაურების შემდეგ ”პროფილმა” სპეციალური განცხადება გაავრცელა.
”მეგობრებო, ჩვენი გამოკითხვა იყო ღია, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა შეეძლო ყველას. გადაცემაში გავიდა მხოლოდ იმ რესპოდენტების პასუხები, ვინც დაგვთანხმდა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე. გამოკითხვა ჩატარებულია ყველას სტანდარტის დაცვით და მასში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება არ ხდება”.
Next Post
სხვა სიახლეები