ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს, გურამი ლექტორი გახლდათ, ხატია – მაგისტრანტი. მერე ერთად იმოგზაურეს და დამეგობრდნენ. მეორე მოგზაურობაზე მიხვდნენ, რომ ერთმანეთის თაყვანისმცემლებზე ეჭვიანობდნენ. მესამე მოგზაურობაზე უკვე შეყვარებულები იყვნენ.
ბლოგერი გურამ შეროზიას რჩეული ფსიქოლოგი და მსახიობი ხატია ჯოხარიძეა.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელსაც ვრცლად ორშაბათს „პრაიმტაიმში“ წაიკითხავთ.
– თუ არ ვცდები, ხატიას ცხოვრებაში იყო პირველი ქორწინება…
გურამი:
– ტყუილია, ბავშვი წერომ მოუყვანა.
ხატია:
– უი, თქვენ როგორი ინფორმირებული ყოფილხართ.
– გურამ, როგორი ურთიერთობა გაქვს ხატიას შვილთან?
– ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და ზრდილობიანი ბიჭია ცოტნე, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი საერთო შვილი იქნებოდა, ან იქნება.
ხატია:
– ჯერჯერობით ვამაყობ ჩემი შვილით, იმედია მომავალშიც ასე იქნება.
– ხატია, შეიძლება პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი გკითხო?
– ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
– რას აპირებთ, ხომ არ გეგმავთ უკვე ურთიერთობის გაოფიციალურებას?
– გავაოფიციალურეთ უკვე და ამდენი ხნის მალვის შემდეგ, გამოვჩნდით სააშკარაოზე. თუ ქორწილს, ფატას და ქუსლით თეფშის გატეხას გულისხმობ?
– ანუ უკვე ცოლ-ქმარი ხართ?
ხატია:
– არა, არ ვართ. „თეფშის გატეხვს“ გარეშე არ გამოვა ეგ ამბავი. (იცინიან)
გურამი:
– და 1000-კაციანი ქორწილის გარეშე, სეფაში.
– ეს ხუმრობით და უფრო სერიოზულად?
გურამი:
– არ ვიცით ჯერ, დაგეგმილად ვერ მოხდება, როცა მოგვინდება მაშინ, შეიძლება 2 კვირაში, შეიძლება 2 თვეში.
წყარო: http://primetimenews.ge