ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძე არაბ ბიზნესმენს სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს

ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძე არაბ ბიზნესმენს ფიზიკურ ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, არაბეთის მოქალაქე მას სოციალური ქსელით დაუკავშირდა და და საქართველოში დაგეგმილი ბიზნესის პოპულარიზაციაში დახმარება სთხოვა.
22 წლის ახალგაზრდას განცხადებით, საქმიანი შეხვედრა სასტუმრო ამბასადორში შედგა. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც არაბმა ბიზნესმენმა გარკვეული დეტალების დასაზუსტებლად საკუთარ ნომერში მიიპატიჟა.
ჭავჭავაძე პოლიციამ დღეს სახლში დაკითხა. საპატრულო პოლიციის გამომძიებელი წუხელ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეკითხვებს დაახლოებით სამი საათი უსვამდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ სასტუმრო ამბასადორის ერთ-ერთ ნომერში მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა არ აკონკრეტებენ, სად იმყოფება ახლა ძალადობაში დადანაშაულებული უცხოელი ბიზნესმენი და მოხდა თუ არა მისი დაკითხვაც.
ჭავჭავაძის ცემის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. იმ შემთხევაში თუ უცხოელ ბიზნესმენს 22 წლის ბიჭზე ძალადობა დაუმტკიცდება, მას პასუხისგებაში ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მისცემენ.

წყარო: http://rustavi2.com/ka/news/56668

კომენტარები

სხვა სიახლეები