ტელეწამყვანი მერსი სულხანიშვილი მონასტრიდან მორიგ სტატუსს აქვეყნებს.
„არ შემიძლია, არ დავესესხო ჯორდანო ბრუნოს და მოცემულ მომენტში არ გამოვიყენო მისი სიტყვები: “ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს”. ყველაზე კარგი საჩუქარი წიგნია, ის ადამიანის ყველაზე საუკეთესო მეგობარია. დღეს ძალიან მაგარი წიგნი მივიღე საჩუქრად მამა პეტრესგან, რომელმაც თვალწინ უკეთ, ახლებურად გადამიშალა ის სამყარო, რომელშიც მე, შენ… თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ. წიგნმა არა მხოლოდ შთამაგონა, არამედ დამაფიქრა…
ეს ის რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ, თუმცა ხანდახან ჩვენ თავად ვერ ვხვდებით, როდის, სად, რამდენ შეცდომას ვუშვებთ ურთიერთობებში, ვცხოვრობთ ილუზიებით, გვგონია, რომ სწორად ვიქცევით, ან ვაკეთებთ, განვიკითხავთ ერთმანეთს.
სამწუხაროდ, რეალობიდან ჩანს, რომ დღევანდელ სამყაროში ადამიანებს ერთმანეთის არც გარეგნობა მოსდით თვალში და არც საქციელი. სხვისი მოქმედება, ყოფაქცევა, აზრები გამოთქმები, არაფერი გვაკმაყოფილებს. ერთი რაღაცას ყვება, ამბობს ან კითხულობს, მეორე კი ამ დროს წარმოიდგენს, მსგავს შემთხვევაში თვითონ რას გააკეთებდა, რას გაიზიარებდა, რას დაწერდა. მოცემულ მომენტში ხანდახან მიმბაძველობის, ხანდახან უმეცრების ან კიდევ უბროლოდ ბრბოს პრინციპის გზას ვირჩევთ. ნუ, რას ვიზავთ, ეს არის ჩვენი ადამიანების სიცოცხლის კანონზომიერება, პროცესი, ბოროტისა და კეთილის ჭიდილი“,- წერს მერსი.
„ნიკორაში“ მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ ტელეწამყვანმა მერსი სულხანიშვილმა დროებით მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, ტელეწამყვანი მერსი სულხანიშვილი მისი სკანდალური იმიჯით ხშირად ხდებოდა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი.
Next Post
სხვა სიახლეები