მიშელ ობამა – თუ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას და დროს ვერ აკონტროლებს, ის დაიკარგება

აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტთან, ოპრა უინფრისთან ინტერვიუში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მისი მეუღლე პრეზიდენტი გახდა და მას პირველი ლედის როლის მორგება მოუხდა.
ობამას თქმით, ადაპტაციის პერიოდი და დაცვის წევრებთან „ცხოვრება“ საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა ის ყოველთვის ახერხებდა, რომ ქაოსური მდგომარეობის მიუხედავად, მის შვილებს ნორმალური ცხოვრება ჰქონოდათ და არ ყოფილიყვნენ თანატოლებისგან გამორჩეულები.
პირველი ლედი ამბობს, რომ მას ყოველთვის შეეძლო საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა, რადგან, მისი თქმით, თუ ადამიანი,ვერ აკონტროლებს საკუთარ დროს და ცხოვრებას, ის უბრალოდ იკარგება.
“კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც საშა და მალია სკოლაში გავაცილეთ, გული მიკვდებოდა, როდესაც ვუყურებდი, როგორ აცილებდნენ მათ დაცვის წევრები. მაშინ ვიფიქრე, ღმერთო ჩემო, რას ვუკეთებ ამ პატარებს, თუმცა მე ისიც ვიცოდი, რომ ისინი ისე უნდა აღმეზარდა, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები და თუ მე მათ დაცვას შევძლებდი, საკუთარ თავსაც დავიცავდი. მე არ მინდოდა ასეთ საკითხებზე დროის დაკარგვა, რადგანაც იმ დროისთვის კარგად მქონდა ერთი რამ გათავისებული: თუ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას და დროს ვერ აკონტროლებს, ამით აუცილებლად ისარგებლებენ სხვა ადამიანები და ის დაიკარგება“, – განაცხადა მიშელ ობამამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები